როგორ მოვიშოროთ ნაოჭები თვალის ირგვლივ სახლის პირობებში

შეიძლება თუ არა, სახლის პიროებებში მოვუაროთ თვალების ირგვლივ არსებულ კანს? რა თქმა უნდა, შეიძლება და ეს საჭიროცაა. სახლის პირობებში, ნატურალური მასალით ადვილად მოვამზადებთ ნიღბებს, დამატენიანებელ და მკვებავ საშუალებებს.

 

გთავაზობთ ნაოჭების მოშორების რამდენიმე მეთოდს:

 

 

1. აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთი ასე დატოვეთ. 1 ცალი კარტოფილი გახეხეთ ყველაზე წვრილ სახეხზე, 1 სუფრის კოვზ ფაფას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ოხრახუშის ნაყენი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და რამდენიმეკეც დოლბანდზე გადაიტანეთ. ეს ნიღაბი მჭიდროდ მიიფარეთ თვალებზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ.

 

ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია ძილის წინ. ნუ ჩამოიბანთ, ბამბის ტამპონით მოიშორეთ. თუ ამ საშუალებას ყოველდღე გამოიყენებთ, ნაოჭები შესამჩნევად შემცირდება.

 

2. თვალების ირგვლივ ნაოჭებს ასწორებს პურის ნიღაბიც: თეთრი პურის გულის ნაჭერი დაალბეთ შემთბარ მცენარეულ ზეთში ან გამდნარ ნაღების კარაქში. მიღებული მასა დაიდეთ თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 20-25 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

3. აიღეთ 1 სუფრის კოვზი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი შემთბარი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში (თუ ნარევი ძალიან სქელი გამოგივიდათ, გააზავეთ კვერცხის გულით ან თბილი რძით), დაიდეთ თვალების ირგვლივ და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კანის დასატენიანებლად წაისვით თვალების ირგვლივ კვერცხის გული და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ასევე, ნატურალური კრემი ქუთუთოებისათვის: მცირე ზომის ქილაში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი და ამადენივე ზეთოვანი E ვიტამინი. ეს ყველაფერი კარგად დაურიეთ ერთმანეთში წკირით და დილა-საღამოს ხელის მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ კანში. კანმა რომ არ იპრიალოს, ნახევარი საათის შემდეგ ხელსახოცით შეიშრეთ.

Advertising

Снимок